ნიკა აბულაძე, დაჩი პაპუნაშვილი
Aa
Aa

საფრანგეთსა და ინგლისში - პაპუნაშვილი და აბულაძე გამოარჩიეს

საქართველოს ნაკრებში უმაღლეს დონეზე ასპარეზობის გარდა, ბუნებრივია ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც ქართველი მორაგბეები ევროპის წამყვან ლიგებში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ, რადგან მუდმივი სათამაშო პრაქტიკა იმის საწინდარია, რომ ისინი ბორჯღალოსნებში ჩამოსვლის დროს კარგ ფიზიკურ კონდიციებში იქნებიან და ეროვნულ გუნდსაც მაქსიმალურად დიდ სარგებელს მოუტანენ.

ნიკა აბულაძე, რომელიც ინგლისის პრემიერშიპში, კერძოდ კი „ექსეტერ ჩიპსში“ ასპარეზობს, „ჰარლექუინსთან“ (28:31) წაგებულ შეხვედრაში ლელო დადო, თუმცა მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ მეტოქის ჩათვლის მოედნის აღებით არ შემოიფარგლებოდა, უდიდესი მოცულობის სამუშაო შეასრულა, მეტოქის დამარცხებაში, რომლის შემადგენლობაშიც მისი თანამემამულე ბაჩუკი ჭუმბაძე ასპარეზობდა, უდიდესი როლი ითამაშა და ტურის სიმბოლურში სრულიად დამსახურებულად მოხვდა. საფრანგეთის PRO D2-ის ტურის საუკეთესო თხუთმეტეულში მოიძებნა ადგილი დაჩი პაპუნაშვილისთვის, რომელსაც „ნარბონასთან“ (33:28) ლელო არ დაუდია, მაგრამ თანაგუნდელებს შორის გამორჩეული იყო.

ცნობისათვის, როგორც ნიკა აბულაძე, ასევე დაჩი პაპუნაშვილი ამჟამად „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე იმყოფებიან და „ბორჯღალოსნების“ რიგებში მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩებისთვის ემზადებიან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი 7, 14 და 21 ნოემბერს საკუთარ სტადიონზე კანადის, ტონგისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებებთან გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყეს
    ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყეს