ბექა გიგაშვილი, იოანე იაშაღაშვილი
Aa
Aa

იაშაღაშვილმა ძმანაშვილს მოუგო - გიგაშვილის პირველი ლელო

კიდევ ერთი ტური საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, სადაც ქართველმა მოთამაშეებმა გულშემატკივრებს უმაღლეს დონეზე ასპარეზობით დაამახსოვრეს თავი. TOP 14-ში წელს დაწინაურებულმა „ვანმა“ გასულ ზაფხულს საკუთარი შემადგენლობა იოანე იაშაღაშვილით გააძლიერა და არც უნანია - ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა „კლერმონთან“ (27:26) მინიმალური სხვაობით მოგებულ საშინაო შეხვედრაში ლელო დადო, იქამდე კი მასპინძლების ჩათვლის მოედანი სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ძმანაშვილმა აიღო. ეს უკანასკნელი ძირითადში იყო, 47-ე წუთზე შეცვალეს და 65-ეზე მოედანზე დაბრუნდა. რაც შეეხება იაშაღაშვილს, იოანე შეხვედრაში 37-ე წუთიდან ჩაერთო.

მიმდინარე სეზონში პირველი ლელო დადო ბექა გიგაშვილმა - TOP 14-ის ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე სტაბილურმა და გამორჩეულმა ლეგიონერმა „პოს“ ჩათვლის მოედანი აიღო, რომლის ძირითადშიც ორი ქართველი, ლექსო ყაულაშვილი (54-ე წუთზე შეცვალეს) და ბექა გორგაძე (სრულად ითამაშა) იყო. რაც შეეხება 34 წლის გიგაშვილს, ცვლილებაზე 50-ე წუთზე შევიდა და ზუსტად ორ წუთში ლელო დადო.

ცნობისათვის, შვიდ ტურში დაგროვებული 28 ქულით საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონს „ტულუზა“ ლიდერობს, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ „ბორდოს“ 5 ქულით უსწრებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ნინიაშვილის პირველი ლელო სეზონში | ლა როშელმა ლაიონსი დაამარცხა
    ნინიაშვილის პირველი ლელო სეზონში | ლა როშელმა ლაიონსი დაამარცხა