თორნიკე ჯალაღონია, ირაკლი მჭედლიძე
Aa
Aa

სამი ლელო PRO D2-ში - მჭედლიძეს ვერ აჩერებენ

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მერვე ტური ქართველი მორაგბეებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა მეტოქის ჩათვლის ზონაში შეღწევა სამ შეხვედრაში მოახერხეს და თუ ირაკლი მჭედლიძე გამარჯვების მოპოვებაში „ორიაკს“ დაეხმარა, გიორგი ჯავახიამ და თორნიკე ჯალაღონიამ შესაბამისად, „ანგულემისა“ და „პროვანს რაგბის“ წარმატება განაპირობეს. თავდაპირველად მჭედლიძეზე გეტყვით, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი კარიერაში უდავოდ საუკეთესოა, რადგან რვა ტურში უკვე ოთხი ლელოს დადება შეძლო და ამჯერად თავი „ნევერთან“ (41:16) მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა. მჭედლიძე 59-ე წუთზე შეცვალეს და მის გარდა „ორიაკის“ სასტარტოში გიორგი ქართველიშვილი იყო, რომლის ნაცვლადაც 59-ე წუთზე მოედანზე ლაშა ტაბიძე შევიდა, ხოლო ლუკა ნიორაძე მოედანზე ასევე 59-ე წუთიდან გამოჩნდა.

„ანგულემმა“ საკუთარ სტადიონზე „დაქსს“ 42-ქულიანი სხვაობით, 49:7 მოუგო და მატჩში ანგარიში გიორგი ჯავახიამ გახსნა, რომელმაც სრულად ითამაშა. მასპინძლების შემადგენლობაში ძირითადში იყო გელა აფრასიძეც, რომელმაც მწვანე მინდორი 59-ე წუთზე დატოვა. 30 წლის ჯავახიასთვის მიმდინარე სეზონში ეს რიგით მეორე ლელო გახლდათ.

დიდი სხვაობით გაიმარჯვა „პროვანს რაგბიმაც“, რომლის ერთ-ერთ ლიდერაც ბოლო პერიოდში თორნიკე ჯალაღონია ჩამოყალიბდა. პროვანსელებმა ამჯერად საკუთარ სტადიონზე „ბეზიეს“ 54:3 აჯობეს და მეორე ნახევარში თორნიკემ ლელოს დადებაც შეძლო. სტუმართა რიგებში სამმა ქართველმა ითამაშა და მათგან ლუკა გოგინავა თავიდანვე ასპარეზობდა, ხოლო ნიკოლოზ სუთიძე და ლუკა აზარიაშვილი მოედანზე ცვლილებაზე გამოჩნდნენ.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მატკავას PRO D2-ში ვერ აჩერებენ - აფრასიძის პირველი ლელო სეზონში
    მატკავას PRO D2-ში ვერ აჩერებენ - აფრასიძის პირველი ლელო სეზონში