„იტალიას მხოლოდ ამის ხარჯზე მოვუგებთ“ - ჯიმშელაძის გეგმა
Aa
Aa

„იტალიას მხოლოდ ამის ხარჯზე მოვუგებთ“ - ჯიმშელაძის გეგმა

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ერთა თასის საშემოდგომო სერიას დაიწყებს. „ბორჯღალოსნების“ მეტოქე კანადის ეროვნული გუნდი იქნება. ეს და 2027 წლამდე გასამართი სხვა მატჩებიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ჭრილში განიხილება, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ქართველ მორაგბეებს ერთ-ერთ მოწინააღმდეგედ ყველაზე პრინციპული მეტოქე იტალია ეყოლება. „აძურამ“ უკანასკნელ პერიოდში უდიდესი პროგრესი განიცადა და თუ როგორ შეიძლება მათი დამარცხება და რა უნდა დავუპირისპიროთ აპენინელებს, ამის თაობაზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის შეტევის მწვრთნელმა, პალიკო ჯიმშელაძემ Free Rugby-ის Youtube არხზე ისაუბრა.

პალიკო ჯიმშელაძე

ვხედავთ, რომ იტალიის ნაკრებს შერკინებაში პროგრესი აქვს, დაცვაში აქვს წინსვლა, შეტევაშიც უფრო მრავალფეროვანი გახდა და ექვს ერზეც ვნახეთ, რომ ნებისმიერ გუნდს შეუძლია ტოლსწორად ეთამაშოს და ლელო დაუდოს. რა უნდა დავუპირისპიროთ მათ? პირველ რიგში ჩვენი ძლიერი მხარე რაც არის არ უნდა დავივიწყოთ. კარგი ახალგაზრდა ბიჭები მოდიან თუნდაც შერკინებაში და ასევე მშვენიერი გამოცდილი მორაგბეები გვყავს, რომლებიც კიდევ მაღალ დონეზე თამაშობენ.

მეტი მუშაობა გვჭირდება სხვა მიმართულებით, რაც არის ღია თამაში, რაც არის სტრუქტურულ-ტაქტიკური თამაში, ანუ ხაზი-შერკინების მიქსი უნდა შევქმნათ. ხაზის მოთამაშეების მეტი აქტიურობა და შერკინებასთან შერწყმა, რათა არამხოლოდ დახურულ თამაშში შეგვეძლოს ასე ვთქვათ ძალის გამოყენება და რეალიზება, არამედ უნდა შეგვეძლოს დინამიურ შეხვედრაშიც დიდი საფრთხეების შექმნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-კანადის მატჩი ავჭალის სტადიონზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. ამავე არენაზე უმასპინძლებენ ბორჯღალოსნეი 14 ნოემბერს ტონგის ნაკრებსაც, ხოლო ნოემბრის მატჩების სერიას 21 რიცხვში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებით დაასრულებენ.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    საფრანგეთსა და ინგლისში - პაპუნაშვილი და აბულაძე გამოარჩიეს
    საფრანგეთსა და ინგლისში - პაპუნაშვილი და აბულაძე გამოარჩიეს