გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძის თამაშს სიმწვავე აკლდა | ფროზინონე კალიარისთან დამარცხდა

სერია A-ს მე-11 ტურში კალიარიმ შინ ფროზინონეს 1:0 მოუგო.

ფროზინონემ 11-დან 6 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 3 დათმო. ამ მომენტში 20 ქულით მე-6 ადგილზეა, კონფერენს ლიგის ზონაშია.

ტრადიციულად, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ გიორგი კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. მარცხენა გარემარბს შეტევაში დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია, მისი საუკეთესო თამაში ნამდვილად არ იყო. შეტევის ბოლო მესამედში საკვანძო პასი არ შეუსრულებია და კარისკენ ორჯერ ძალიან არაზუსტად დაარტყა. ალვინიმ 65-ე წუთზე შეცვალა.

23 წლის კვერნაძემ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა (901 წუთი), 3 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი შეასრულა, 1 პენალტი მოიპოვა, 2 ყვითელი ბარათი მიიღო. იტალიის თასზე იუვე სტაბიასთან 90 წუთი ითამაშა, გუნდს 2 გოლითა და 1 საგოლე პასით დაეხმარა.

კვერნაძის გუნდი მე-12 ტურში, 22 ნოემბერს სან სიროზე მილანს ესტუმრება, მანამდე კი ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ქვილითაიას ერთი მომენტი ჰქონდა - კილი არმინიასთან დამარცხდა
    ქვილითაიას ერთი მომენტი ჰქონდა - კილი არმინიასთან დამარცხდა