ნოიერის მორიგი რეკორდი - ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ბაიერნის ისტორიაში
„ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი ბუნდესლიგის ისტორიაში მიუნხენელთა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ Opta იტყობინება.
40J 225T - Manuel Neuer wird mit 40 Jahren und 225 Tagen zum ältesten Bundesliga-Spieler des @FCBayern. Er ist damit zugleich der drittälteste Torhüter der BL-Historie hinter Uli Stein (42J 170T) und Toni Schumacher (42J 73T). Ikone. https://t.co/vLsRFQJ84R
— OptaFranz (@OptaFranz) November 7, 2026
40 წლისა და 225 დღის ასაკში ნოიერმა ბუნდესლიგის მე-9 ტურში „მაინცის“ წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმა მიიღო და მოედანზე მის ნაცვლად იონას ურბიგი გამოჩნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბუნდესლიგის ისტორიაში ნოიერზე უფროს ორ მეკარეს უთამაშია - ული შტაინს (42 წლისა და 170 დღის) და ჰარალდ შუმახერს (42 წლისა და 73 დღის).
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს