ფუტსალი | საქართველომ ლიბანს მეორე მატჩიც მოუგო
Aa
Aa

ფუტსალი | საქართველომ ლიბანს მეორე მატჩიც მოუგო

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიბანთან მეორე ამხანაგური შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა. თელავის სპორტის სასახლეში გამართულ დაპირისპირებაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩიც მინიმალური სხვაობით მოიგო — 5 ნოემბერს გამართული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

მეორე მატჩში ანგარიში მე-17 წუთზე ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გახსნა, 28-ე წუთზე კი ჯანიკო გიორგაიამ საქართველოს უპირატესობა ორამდე გაზარდა. ლიბანელებმა 36-ე წუთზე ალი აქუმის გოლით სხვაობა შეამცირეს, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხეს.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მომდევნო ოფიციალურ შეხვედრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართავს.

ასათიანის გუნდი 24 თებერვალს სტუმრად კოსოვოს დაუპირისპირდება, 2 მარტს კი თბილისში იტალიას უმასპინძლებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები