ავთანდილ ასათიანი, ვახტანგ კეკელია
Aa
Aa

გიორგაიას და კეკელიას გოლები | ფუტსალში საქართველო იტალიასთან დამარცხდა

ფუტსალში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მეორე ტურში იტალიამ შინ საქართველოს 3:2 მოუგო.

იტალია ჯოვანი პულვირენტიმ დააწინაურა, ჯანიკო გიორგაიამ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა პირველი ტაიმი მაინც იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა, გოლი ჟულიო დე ოლივეირას ანგარიშზეა - 2:1. მეორე ტაიმში გაბრიელ მოტამ ანგარიში ორ ბურთამდე გაზარდა, მატჩის საბოლოო ანგარიში ვახტანგ კეკელიამ დააფიქსირა - 3:2.

როგორც ნაკრების ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, ტრავმების გამო გუნდთან ერთად იტალიაში ვერ გაემგზავრნენ ნაკრების კაპიტანი ირაკლი თოდუა და ვიცე-კაპიტანი შოთა თოფურია. მიმდინარე შეკრების ფარგლებში, ასევე ტრავმის გამო, გუნდს გიორგი ღავთაძე ვერ ეხმარება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარშილაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი)

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), საბა ტყეშელაშვილი (გომელი, ბელარუსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ)

ფოტო: Nakrebi.ge

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები