ავთანდილ ასათიანი
Aa
Aa

ამხანაგური მატჩი | ფუტსალის ნაკრებმა ლიბანი 1:0 დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი შეკრებას თელავში გადის და ლიბანის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ლიბანელთა შეცდომით ვახტანგ კეკელიამ ისარგებლა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. ასათიანის ბიჭებს შეეძლოთ, უპირატესობა გაეზარდათ და მომენტები ჰქონდათ, თუმცა ლიბანელთა მეკარემ კარგად ითამაშა.

ცნობისთვის, საქართველოს ფუტსალის ნაკრები მეორე ამხანაგურ შეხვედრასაც ლიბანის წინააღმდეგ გამართავს. მეორე მატჩი 7 ნოემბერს, თბილისის დროით, 14:00-ზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „წასვლის ნებართვა მთხოვა“ | ქოჩორაშვილი დე მიგელის დაკრძალვას დაესწრო
    „წასვლის ნებართვა მთხოვა“ | ქოჩორაშვილი დე მიგელის დაკრძალვას დაესწრო