ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ფუტსალის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრები ასპარეზობას წინასწარი ეტაპიდან დაიწყებს, სადაც B ჯგუფში ანდორას, ალბანეთს და მასპინძელ ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩები 19-24 იანვარს გაიმართება და მომდევნო ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული გავა.
მეინ რაუნდში გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პირველ ჯგუფში ითამაშებს, სადაც სლოვენიას, ბელგიას და ბელარუსს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც ყაზახეთში გაიმართება, ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ.
