საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

სუპერკომპიუტერის პროგნოზი | რა შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. „ჯვაროსნები“ კვლავინდებურად უგოლოდ არიან და ერთი ქულით ჯგუფის ბოლო ადგილს იკავებენ.

მესამე ტურის მატჩების შემდეგ Football Meets Data-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის განახლებული პროგნოზი გაგვიზიარა. საქართველოს ჯგუფის მოგების 1.1-პროცენტიანი შანსი აქვს. იმის ალბათობა, რომ „ჯვაროსნები“ B დივიზიონიდან დაქვეითდებიან, 20.1 პროცენტია, მეორე ადგილზე გასვლის — 5.5%, მესამე ადგილის — 16.6%.

Football Meets Data-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, საქართველოს A ლიგაში გადასვლის 2.4-პროცენტიანი შანსი აქვს (პირველი ადგილი პირდაპირ გადადის, მეორე ადგილი პლეიოფს თამაშობს). რაც შეეხება გასავარდნ პლეიოფს, Football Meets Data-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზით, 82.3 პროცენტია იმის შანსი, რომ „ჯვაროსნებს“ B ლიგაში დასარჩენად პლეიოფში თამაში მოუწევთ.

Football Meets Data ჯგუფის ფავორიტად ჩრდილოეთ ირლანდიას მოიაზრებს (პირველ ადგილზე გასვლის 65.2-პროცენტიანი შანსი). მეორე ადგილზე უკრაინა იმყოფება (18.9 პროცენტი), ხოლო მესამეზე უნგრეთია (14.8 პროცენტი). საინტერესოა, რომ სუპერკომპიუტერის მიხედვით, საქართველო ჯგუფს სავარაუდოდ ოთხი ქულით დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტი უნდა გაგვეტანა, დამსახურებულად მოვიგეთ“ | კერკეზისა და სობოსლაის კომენტარები
„მეტი უნდა გაგვეტანა, დამსახურებულად მოვიგეთ“ | კერკეზისა და სობოსლაის კომენტარები