მარკო როსი
Aa
Aa

„მაღალი დონის გუნდია, პრობლემები შეგვიქმნეს“ - მარკო როსი საქართველოს ნაკრებზე

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ ერთა ლიგაზე საქართველოსთან 1:0 მოგებული მატჩი შეაფასა.

„კარგი მატჩი გვქონდა, მაგრამ ორივე ტაიმში, ბოლო 10 წუთში მეტოქემ პრობლემები შეგვიქმნა. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც არც ერთი წუთით არ გაჩერებულან.

დაცვაში მთელი გუნდი ძალიან კარგად მოქმედებდა, ყველა სიტუაციაში კონცენტრაციას ვინარჩუნებდით, ვკეტავდით სივრცეებს და კომპაქტურად ვთამაშობდით. ამ მხრივ ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მეტოქის კარის წინ უფრო ეფექტიანად უნდა ვიმოქმედოთ.

გუნდში ახალი ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებსაც სათამაშო დრო სჭირდებათ, აქ, ეროვნულ ნაკრებში კი ზეწოლა ყოველთვის ძალიან დიდია.

საქართველოს ტოპ ლიგებში 10 ფეხბურთელი ჰყავს, მაღალი დონის გუნდია. თუ ასეთ მეტოქეს მეორე გოლს არ გაუტან, მატჩის ბოლო წუთებზე სირთულეები შეგექმნება. თუმცა გულშემატივრებთან ერთად ამ წნეხს გავუძელით. მიხარია, რომ 3 ქულა ავიღეთ. ამ მოგებას ვიმსახურებდით“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კარში ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მილოშ კერკეზმა გაიტანა. 3 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება: ჩრდილოეთ ირლანდია 7 ქულა, უკრაინა 4 ქულა, უნგრეთი 4 ქულა, საქართველო 1 ქულა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს, სტუმრად, ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მატჩის შემდეგ ამ დარტყმაზე ვილაპარაკეთ“ | სობოსლაი მამარდაშვილზე
„მატჩის შემდეგ ამ დარტყმაზე ვილაპარაკეთ“ | სობოსლაი მამარდაშვილზე