„მეტი უნდა გაგვეტანა, დამსახურებულად მოვიგეთ“ | კერკეზისა და სობოსლაის კომენტარები
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე შეხვედრა უნგრეთთან გამართა და 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი მილოშ კერკეზმა გაიტანა და საფინალო სასტვენის შემდეგ მან და დომინიკ სობოსლაიმ M4Sport-თან „ჯვაროსნებთან“ დაპირისპირება შეაფასეს.
მილოშ კერკეზი
„მადლობა ღმერთს, ეროვნულ ნაკრებში ჩემი პირველი გოლი გავიტანე. ძალიან ბედნიერი ვარ! ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ბოლომდე, თავდაუზოგავად იბრძოლა და დაცვაში შესანიშნავად ითამაშა. ძალიან ვამაყობ! ბურთს სწრაფად ვამოძრავებდით, ორთაბრძოლებში შევდიოდით, ბევრი ვირბინეთ და დამსახურებული სამი ქულა ავიღეთ“.
დომინიკ სობოსლაი
„შანსები გვქონდა. შესვენებაზე ერთ თვალს უხაროდა, მეორე ტიროდა, რადგან საოცარი პირველი ტაიმი გვქონდა და ყველამ, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში კარგად ითამაშა. აგრესიულები ვიყავით, ორთაბრძოლებში შევდიოდით და ყველაფერს ვაკეთებდით. მომენტები გვქონდა. არ ვთვლი, რომ 1:0 უნდა ყოფილიყო და მეტი უნდა გაგვეტანა, მაგრამ არაუშავს. ამ ანგარიშითაც კმაყოფილი ვარ. სწორედ ასეთი საბრძოლო სულისკვეთებაა საჭირო და ყველას ერთნაირად, ბოლომდე უნდა ებრძოლა, რათა გოლი არ გავუშვათ. საბედნიეროდ, ეს გამოგვივიდა.
კერკეზის თავით გოლი უკანასკნელი რამ იყო, რასაც ველოდებოდი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. შეიძლება, ყველაზე სახიფათო არ არის, მაგრამ მოედანზე სულსა და გულს დებს. როდესაც ასე, ერთი ბურთის სხვაობით იგებ, განმარტებები საჭირო არ არის — ეს ის არის, რაც ყველას სჭირდება!“
შეგახსენებთ, რომ სამი ტურის შემდეგ საქართველოს ერთი ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. ჯგუფის ლიდერი შვიდი ქულით ჩრდილოეთ ირლანდიაა, ხოლო უკრაინასა და უნგრეთს 4-4 ქულა აქვთ.