„ობიექტურად იმსახურებს, მაგრამ ერთი მინუსია“ | სიომინმა კვარასა და ოქროს ბურთზე ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაზე ისაუბრა. სიომინს არასდროს დაუმალავს, რომ მისი ფავორიტი ქართველი ფეხბურთელია და აღნიშნა, რომ „კვარა“ პრესტიჟულ ჯილდოს ობიექტურად იმსახურებს, თუმცა ერთი მინუსის გამოყოფა შეიძლება.
„ბოლომდე ობიექტურები თუ ვიქნებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვიჩა ოქროს ბურთის მოგების ნომერ პირველი კანდიდატია. კვარაცხელია გადამწყვეტ მატჩებში შესანიშნავად გამოიყურებოდა.
ხვიჩას გამარჯვებას ნამდვილად არ გამოვრიცხავ, თუმცა ფაქტია, რომ წელს ბევრი კანდიდატი გვყავს. საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვედრა ამ სიტუაციაში ერთადერთი მინუსია“.
ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ წლევანდელი დაჯილდოება ლონდონში გაიმართება. ღონისძიება 26 ოქტომბერს არის დანიშნული და ბუკმეკერების ვარაუდით, ჯილდოს მოგების ფავორიტები კილიან მბაპე, ლამინ იამალი და ჰარი კეინი არიან.
რაც შეეხება „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ გარემარბს, ავტორიტეტული გამოცემის, Goal-ის რეიტინგში ხვიჩა მეშვიდე ადგილზეა. Givemesport-ის 20-მოთამაშიან სიაში კი „კვარა“ მე-10 პოზიციას იკავებს.