ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

შეეძლო, ბოდიში არ მოეხადა | უკრაინელმა მცველმა კვარაზე ისაუბრა

უკრაინის ნაკრების მცველმა ტარას მიხავკომ საქართველოსთან მატჩზე, ხვიჩასთან მომხდარ ეპიზოდსა და მის ბოდიშზე ისაუბრა. ფეხბურთელმა კვარაცხელიასთან მძიმე შეჯახებასა და ქართველი გარემარბის საქციელზე გააკეთა კომენტარი.

- რომელი ეპიზოდი აღმოჩნდა შენთვის პირადად ყველაზე მძიმე (საქართველოსთან მატჩში) და მეტოქეებიდან ვინ იყო ყველაზე რთული მოწინააღმდეგი?

- საერთო ჯამში, მათ ძალიან ხარისხიანი გუნდი ჰყავთ ინდივიდუალურად ძლიერი შემსრულებლებით, რომლებიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ. ახლა ერთ რომელიმე კონკრეტულ მომენტს ვერ ვიხსენებ, მაგრამ რამდენიმე საინტერესო დუელი იყო. ასეთ მეტოქეებთან თამაში შესანიშნავი გამოცდილებაა.

-  იმ მომენტში, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია შენთან ერთად სათამაშო ორთაბრძოლაში შევიდა, მძიმე შეჯახება იყო. გულშემატკივრები შეშინდნენ, რომ დაშავდი და შეცვლა გახდებოდა საჭირო. რეალურად რა მოხდა?

-  არაფერი განსაკუთრებული. ინერციით მოძრაობისას მუხლით ან ფეხით ჩამარტყა. არ ვფიქრობ, რომ რაიმე განზრახვა ყოფილიყო. პირველ წამებში ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა.

-  დავინახეთ, რომ ხვიჩა მაშინვე მივიდა და ბოდიში მოიხადა.

-  კი, კი. ვხვდებოდი, რომ მისი მხრიდან არანაირი აგრესია არ ყოფილა. ჩვეულებრივი საფეხბურთო ეპიზოდია. მან ბოდიში მიხადა, თუმცა შეიძლებოდა ეს არც გაეკეთებინა, რადგან ეს ნორმალური სათამაშო სიტუაციაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აბუაშვილი განაცხადშია, ხარებაშვილი განაცხადს მიღმა | სვანაძემ 23 მოთამაშე დაასახელა
აბუაშვილი განაცხადშია, ხარებაშვილი განაცხადს მიღმა | სვანაძემ 23 მოთამაშე დაასახელა