ჩეხების ავტოგოლი და თოდუას გოლი | ფუტსალის ნაკრების ფრე ჩეხეთთან
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველი მატჩი ჩეხებმა დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 მოიგეს, მეორე დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა — 2:2.
შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. ჩეხებმა თავიანთი კუთხურის შემდეგ ძალიან ცუდად ითამაშეს და კურიოზული ავტოგოლი გაიტანეს. ავთანდილ ასათიანის გუნდი შესვენებაზე სწორედ ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმში ირაკლი თოდუამ ჩვენს გუნდს 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა, რაც სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნეთ. ჩეხებმა ორი გოლი გაიტანეს და საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა.
ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა გოგსაძე (კსუ), გიგი ლომაია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ირაკლი თოდუა (პსპ), ვახტან ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), ვანო ბექაური (არმია), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)