ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ედი ალვარესი
Aa
Aa

„ილიასთან რემატჩით გეიჯი ვერაფერს მიიღებს“ | UFC-ის ყოფილი ჩემპიონი

UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ედი ალვარესმა განაცხადა, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაუყოვნებლივი რევანში არ უნდა გაიმართოს. ალვარესის მიხედვით, „ელ მატადორს“ ჯერ ერთი გამარჯვება სჭირდება და საჩემპიონო ქამრის დაბრუნების შანსს მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

„არა, რევანში არ უნდა შედგეს. თუ ვინმე ასე მაგრად გცემს, რევანში აღარ გეკუთვნის — ბრძოლა თანაბარი მაინც უნდა იყოს. გეიჯიმ ილიას უბრალოდ გადაუარა. რევანშს ასე ვერ მიიღებ, მინიმუმ ერთ მეტოქეს მაინც უნდა შეხვდე. ეს ჩხუბი ძალიან ცუდი სანახავი იყო.

მესმის, რომ UFC-ს თოფურიას გაჩემპიონება სურს. ეს ბიჭი სერიოზული ფიგურაა, ბევრ ფულს გამოიმუშავებს და კომპანიისთვისაც დიდი მოგების მოტანა შეუძლია, თუმცა ეს UFC-ისთვის, შესაძლოა, კატასტროფით დასრულდეს. გეიჯიმ და მისმა მწვრთნელმა, ტრევორ უიტმანმა ის უკვე გაშიფრეს და ისე არ მოხდება, რომ ოქტაგონში შევიდნენ და უეცრად დაივიწყონ, რაც მოხდა.

თოფურიას პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ექნება და ბოლომდე ვერ დაიხარჯება — იგივე ილია თოფურია ვერ იქნება, რაც მანამ იყო, სანამ ჯასტინ გეიჯი სცემდა. ვფიქრობ, მან შედარებით დაბალი დონის მეტოქე უნდა მიიღოს, თავდაჯერებულობა დაიბრუნოს და ამის შემდეგ დაბრუნდეს.

თოფურიასა და გეიჯის ჩხუბის იდეა საერთოდ არ მომწონს. რატომ უნდა დათანხმდეს ჯასტინი? მის ადგილას რომ ვიყო, UFC-ის ვეტყოდი, რომ 15-20 მილიონი აშშ დოლარი მოეცათ, რათა ილიასთან ისევ ვიჩხუბო. გეიჯის ეს ჩხუბი არაფერს მისცემს და, თუ დიდი ფულიც არ იქნება, უარი უნდა თქვას. პირველი ბრძოლა თანაბარი საერთოდ არ ყოფილა — გეიჯი უმაღლეს მწვერვალზე იმყოფება. რემატჩით ჯასტინი ვერაფერს მოიგებს, თოფურიას კი ყველაფრის მიღების შანსი ექნება“.

ცნობისთვის, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა დაადასტურა, რომ ილია დასაბრუნებლად მზად არის. ორგანიზაცია რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს და, შესაძლოა, ოფიციალური განცხადება მალე გავრცელდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“ - ლუის ენრიკეს კომენტარი
„კვარას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“ - ლუის ენრიკეს კომენტარი