ხვიჩა კვარაცხელია, ოქროს ბურთი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„კვარას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“ - ლუის ენრიკეს კომენტარი

ჩემპიონთა ლიგაზე ბრატისლავის „სლოვანთან“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ჰკითხეს.

- არც დეზირე დუეს და არც ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშიათ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე იშვიათად ხდება. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ სეზონში როტაციას კიდევ უფრო აქტიურად მიმართავთ?

„ვინ ითამაშებს და ვინ არა, ამას მხოლოდ მე ვწყვეტ. ვეცადე, ამ მატჩისთვის საუკეთესო შემადგენლობა დამეყენებინა. კვარა და დუე შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ჩემი აზრით, კვარას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია - ისევე როგორც უსმან დემბელეს, ვიტინიას, ფაბიან რუისს...

ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ეს ძალიან სასიამოვნოა. გულშემატკივრები Ousmane Ballon d'Or (უსმან ოქროს ბურთი) სკანდირებდნენ. შესაძლოა მომავალში ასეთი შეძახილები სხვა ფეხბურთელსაც მიეძღვნას.

„ოქროს ბურთზე“ 30 ფეხბურთელია წარდგენილი, საიდანაც 9 ჩვენი ფეხბურთელია. ეს ძალიან დიდი მოტივაციაა“.

ცნობისთვის, პარიზელებმა „სლოვანი“ 6:1 დაამარცხეს. 3 გოლი ფერან ტორესმა გაიტანა, დემბელემ მატჩი დუბლით დაასრულა, 1 გოლი კი ფაბიან რუისის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დემბელემ კვლავ ყველაზე მეტად გამაკვირვა“ - ენრიკე მატჩის შემდეგ
„დემბელემ კვლავ ყველაზე მეტად გამაკვირვა“ - ენრიკე მატჩის შემდეგ