პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, სლოვანი
Aa
Aa

კვარა არ ათამაშეს - პსჟ-მ სლოვანი გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში პარი სენ ჟერმენმა სლოვანს უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა.

სამწუხაროდ, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და მეტიც, ქართველ ფეხბურთელს მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა.

სლოვანის რბევა მე-17 წუთზე დემბელემ დაიწყო. ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა 23-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო 31-ე წუთზე ფერან ტორესმა პირველი ტაიმის შედეგი 3:0 დააფიქსირა.

მეორე ტაიმი პსჟ-მ კვლავ აქტიურად დაიწყო და 47-ე წუთზე ფერანმა დუბლი შეასრულა. გოლიდან 1 წუთში კამარამ ერთი ბურთი გაქვითა. 57-ე წუთზე კი ფერანმა ჰეთ-თრიკი მიითვალა. სლოვანის განადგურება 87-ე წუთზე ფაბიან რუისმა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. პსჟ-მ კი ჩემპიონთა ლიგა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, რასაც ვერ ვიტყვით საფრანგეთის ლიგა 1-ზე, სადაც ენრიკეს გუნდმა სამი მატჩიდან ორი ფრედ დაასრულა, ერთი კი წააგო.

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში პარი სენ ჟერმენი მანჩესტერ სიტის ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 14 ოქტომბრით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმტიტი: ოქროს ბურთმა აზრი დაკარგა, ფეხბურთისთვის საზიანო გახდა
უმტიტი: ოქროს ბურთმა აზრი დაკარგა, ფეხბურთისთვის საზიანო გახდა