მათეუსი: კეინი ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტია
„ბაიერნის“ ყოფილ ნახევარმცველს, ლოთარ მათეუსს მიაჩნია, რომ ჰარი კეინი წელს „ოქროს ბურთის“ მთავარი პრეტენდენტია.
მიუნხენელთა და ინგლისის ნაკრების ფორვარდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს 30 პრეტენდენტს შორის მოხვდა.
„ჩემი აზრით, ჰარი კეინი „ოქროს ბურთის“ მთავარი კანდიდატია. რატომ? გერმანიის ჩემპიონი, გერმანიის თასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი, მესამე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე. მან შესანიშნავად წარმოაჩინა თავი ყველა ტურნირზე, გაჰქონდა გოლები და იყო თავისი გუნდების ლიდერი.
ის არის მოთამაშე, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. მას უზადო ხასიათი აქვს როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა და ჩემთვის მისაბაძი მაგალითის სტატუსი მნიშვნელოვანი ფაქტორია „ოქროს ბურთის“ მფლობელის შერჩევისას. სხვა ნომინანტებმაც მოიგეს ტიტულები, მაგრამ თუ თამაშს მთლიანობაში შევაფასებთ, ჰარი კეინი ფავორიტია, რომელსაც გამარჯვების შესანიშნავი შანსები აქვს.
მის გამო ბედნიერი ვიქნებოდი - არა იმიტომ, რომ ის „ბაიერნის“ ფეხბურთელია, არამედ იმიტომ, რომ ის მსოფლიო ფეხბურთის შესანიშნავი წარმომადგენელია“,
- განაცხადა მათეუსმა Bild-თან ინტერვიუში.