კილიან მბაპე, ჟერომ როთენი
Aa
Aa

„არაფერი მოგიგია, მოკეტე და მუშაობა განაგრძე“ - როთენი მბაპეს

კილიან მბაპემ ბოლოდროინდელ ინტერვიუებში 2026 წლის „ოქროს ბურთის“ უმთავრეს ფავორიტად თავისი თავი დაასახელა. ეს ის პოზიციაა, რომელიც ჟერომ როთენისთვის გაუგებარია, როგორც მან ორშაბათს RMC-ის გადაცემაში "Rothen s'enflamme" განმარტა.

„მონაკოსა“ და პსჟ-ს ვეტერანი ფეხბურთელი და ამჟამად ანალიტიკოსი როთენი, პირდაპირობითა და კრიტიკული შეფასებებით გამოირჩევა. მის სამიზნეში მბაპეც მოხვდა.

„ხმას საკუთარ თავს ვაძლევ.“ კილიან მბაპემ ბოლოდროინდელი მედია აქტივობები გამოიყენა, რათა თავი 2026 წლის „ოქროს ბურთის“ უდავო ფავორიტად წარმოეჩინა.

„კილიანის ინტერვიუ ირონიულია, არა? მართლა სერიოზულად ამბობს? ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ და ამას ბევრი დრო არ დასჭირდება. 7 სექტემბერია და მის კომუნიკაციაში ყველაფერი გათვლილი იყო, როგორც ყოველთვის... ინტერვიუ, სრულიად „შემთხვევით“, ოქროს ბურთამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე... როცა ამბობს: „დიახ, ზოგიერთს ეგონება, რომ მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე ვარ, ზოგს კი არა“... ნება მიბოძეთ დაგამშვიდო, კილიან, არავინ ფიქრობს, რომ გასულ სეზონში მსოფლიოში საუკეთესო იყავი. რადგან „რეალში“ გოლები გაიტანა, ეს საკმარისი უნდა იყოს? გინდათ დაგაბრუნოთ სამი ან ოთხი თვით უკან, როცა მას „ბერნაბეუზე“ უსტვენდნენ?

რაც მის კომუნიკაციაში მაბნევს, ის არის, რომ პარასკევს ღამით მან „რეალთან“ ერთად „ბეტისის“ წინააღმდეგ სუსტად ითამაშა (0:1 მარცხი). მაგრამ ორი დღის შემდეგ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, დავიწყებულია. თამაში წააგე, პენალტი ვერ გამოიყენე, მაშინ როცა „ბარსა“ ყველას ანადგურებს, უკვე სამი ქულით წინაა და 17 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ყველაზე მთავარია, იყო საუკეთესო მოთამაშე მსოფლიოში, მოიგო ოქროს ბურთი და იბრწყინო მსოფლიო ჩემპიონატზე... რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად კარგად უნდა ითამაშო, სტატისტიკით და ასე შემდეგ. მაგრამ ამის მიღმა არსებობს სხვა, თანაბრად მნიშვნელოვანი კრიტერიუმები. როცა მთელი წელი არაფერი მოგიგია, მოკეტე. მოკეტე და მუშაობა გააგრძელე“.

- განაცხადა როთენმა.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები