ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის დაიწყო მზადება.
ოქტომბრის სანაკრებო შეკრების ფარგლებში, ავთანდილ ასათიანის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ორ შეხვედრას გამართავს.
14 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩვენი გუნდი კოსოვოს უმასპინძლებს. მატჩზე დასწრება უფასოა. 20 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები იტალიას ესტუმრება. მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 15 ფეხბურთელით ემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარშილაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ირაკლი თოდუა (პსპ), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), საბა ტყეშელაშვილი (გომელი, ბელარუსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი)
მატჩების განრიგი
14 ოქტომბერი | საქართველო - კოსოვო | 19:00
20 ოქტომბერი | იტალია - საქართველო | 22:30
წყარო - Nakrebi.ge