ჩიმაევი: ბრძოლა არ წამიგია - ნებისმიერთან საჩხუბრად მზად ვარ
UFC-ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი, ხამზატ ჩიმაევი მზადაა ოქტაგონს დაუბრუნდეს, როგორც კი ორგანიზაცია მას ბრძოლას ჩაუნიშნავს.
„ვიმედოვნებ, ეს ძალიან მალე მოხდება, თუმცა ახლა ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული. როცა არ უნდა დარეკონ UFC-იდან და მკითხონ, მზად ვარ თუ არა საბრძოლველად, ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლას დავთანხმდები“,
- განაცხადა „ბორზმა“ MMA Junkie-სთან ინტერვიუში.
მოსალოდნელია, რომ შონ სტრიკლენდი, რომელმაც მაისში მას ქამარი წაართვა, რევანშს ჩაატარებს ნასურდინ იმავოვთან, თუმცა საჩემპიონო ორთაბრძოლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ამერიკელის ლიგასთან ფინანსური უთანხმოების გამო.
„ის მუდმივად რაღაცაზე წუწუნებს, ამიტომ მე უბრალოდ ფორმას ვინარჩუნებ და ბრძოლისთვის მზადყოფნაში ვრჩები. არ ვიცი, რა მოხდება შემდეგ. შესაძლოა UFC-ს სურდეს, რომ გამარჯვებულს შევხვდე. მე უნდა ვებრძოლო გამარჯვებულს, რადგან რეიტინგის პირველი ნომერი ვარ და ის ბრძოლა არ წამიგია.
ხალხი ამბობს, რომ წავაგე, მაგრამ ნამდვილი ჩემპიონი მე ვარ. უბრალოდ მინდა რაც შეიძლება მალე დავიბრუნო ჩემი ქამარი და თუ ასეთი შესაძლებლობა უახლოეს მომავალში გამოჩნდება, ბრძოლაზე მაშინვე გამოვალ“,
- დასძინა ჩიმაევმა.
მომდევნო კვირაში ხამზატ ჩიმაევი აბუ-დაბიში გასამართ RAF-ის ტურნირზე გამოვა, რომლის მთავარ ღონისძიებაშიც ამერიკელ კოლბი კოვინგტონს დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს