შენგელიას 1 ქულა - დუბაიმ ევროლიგაზე უნიკახა გაანადგურა
ევროლიგის მე-5 ტურში დუბაი ბასკონიას ესტუმრა და საკმაოდ მარტივად 93:73 დაამარცხა.
თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა კარგი მატჩი არ ჰქონდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 9 წუთი და 9 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში კი მან 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
დუბაის მხრიდან საუკეთესო სერბი პატრუსევი იყო, რომელმაც არასრულ 24 წუთში 17 ქულა 1 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, დუბაი ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს