ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც პროგრესირებს საქართველო...“ - უნგრეთის მწვრთნელი

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ ერთა ლიგის მოახლოებულ თამაშებსა და საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩზეც ისაუბრა.

რას ამბობს როსი:

„ჯგუფში საქმე ნამდვილად არ არის მარტივი. პირველ თამაშს სახლში უკრაინასთან ვმართავთ, რაც უკვე რთულია, შემდეგ სტუმრად ირლანდიელებს ვეთამაშებით, სადაც კიდევ უფრო გაგვიჭირდება, და მერე ვეთამაშებით საქართველოს. ჩვენი ჯგუფი მარტივი არაა. გვინდა კარგად ვითამაშოთ და რაც შეიძლება მეტი მოვიგოთ. მოედანზე ყველა თამაშის მოსაგებად გავალთ, თითოეული მატჩისთვის მოვამზადებთ ტაქტიკურ გეგმას, რომელიც შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს და მეტოქის მახასიათებლებზე იყოს მორგებული. ჩვენი მიზანი მაქსიმუმის მიღწევა, ანუ ჯგუფის მოგებაა“.

„ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ პროგრესირებს საქართველო დღეს ასე, ნამდვილად მისი ფეხბურთელების ხარისხია. და ეს მხოლოდ კვარაცხელია არ არის. კვარაცხელია მაგარია, ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც ვთქვი, სადაც, სხვათა შორის, გადამწყვეტი როლი ითამაშა. ვთქვი, რომ ჩემი აზრით, კვარაცხელია ოქროს ბურთის დონის მოთამაშე იყო, მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია. ის პსჟ-ში თამაშობს, პსჟ-ში ყოველთვის გადამწყვეტი ფიგურაა, მაგრამ მარტო კვარაცხელია არ არის. არის მამარდაშვილი, „ლივერპულის“ მეკარე. მოედნის სხვა მონაკვეთებშიც არიან ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ ძალა და განსაკუთრებით დიდი სურვილი, ეროვნულ ნაკრებში კარგად ითამაშონ“.

ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი - უკრაინას. 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო