ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

ემიგრაციამ საქართველოს სიყვარული ვერ წაგვართვა | ეგოიანის დედის ემოციური პოსტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ირაკლი ეგოიანის დედამ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ემიგრაციაში მცხოვრები ოჯახის საქართველოსადმი სიყვარული კარგად ჩანს.

„ემიგრანტი შვილი…

ჩემი შვილი საქართველოში ჩამოვიდა — იმ ქვეყანაში, სადაც მისი ბავშვობის ყველაზე თბილი მოგონებებია დარჩენილი. 

მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 4 წლის იყო, როცა ნიდერლანდებში გადავედით საცხოვრებლად, საქართველოს, თბილისისა და განსაკუთრებით ბაბუას სიყვარული არასოდეს დავიწყებია. დრო და მანძილი ვერაფერს გახდა იმ კავშირის წინააღმდეგ, რომელიც გულში ბავშვობიდან ჩაიბეჭდა.

დღეს რომ ვუყურებ, როგორ ხვდება ბაბუას, ვხვდები — სამშობლო მხოლოდ ადგილი არ არის… სამშობლო ის ადამიანები არიან, ვინც გულში გატარებენ, სადაც არ უნდა იყო და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. 

ემიგრაციამ ბევრი რამ წაგვართვა — ნაცნობი ქუჩები, ოჯახური დღეები, ერთად გატარებული წლები… მაგრამ ვერ წაგვართვა სიყვარული, რომელიც საქართველოსთან და ჩვენს საყვარელ ადამიანებთან გვაკავშირებს.

თბილისი ისევ ის თბილისია… ბაბუა ისევ ის ბაბუაა… და ჩემი შვილის გულში საქართველო ისევ თავის ადგილასაა. 

მანძილი შეიძლება დიდხანს გვაშორებდეს ერთმანეთს, მაგრამ ნამდვილ სიყვარულს საზღვრები არ აქვს''.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 21 სექტემბრიდან თბილისში შეიკრიბება, მოულოდნელი არაა, რომ ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ირაკლი ეგოიანი გამოიძახა. ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი — უკრაინას. 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, 5 ოქტომბერს გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება.

ეგოიანმა ერედივიზიის მიმდინარე სეზონში „ექსელსიორის“ შვიდივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მის აქტივში 2 გოლი („კამბურთან“ და „ვილემ II“-თან) და 5 საგოლე პასია („კამბურთან“, პსვ-სთან, „ვილემ II“-თან, „ნეიმეგენთან“ და „აიაქსთან“).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შექმნილი რეალური საგოლე შანსები | ეგოიანი ერედივიზიეში ერთ-ერთი საუკეთესოა
შექმნილი რეალური საგოლე შანსები | ეგოიანი ერედივიზიეში ერთ-ერთი საუკეთესოა