ხვიჩა კვარაცხელია, ჟერომ როთენი
Aa
Aa

„წინა სეზონიც ასე დაიწყო და კი ვნახეთ როგორც დაამთავრა“ | როტენის გადაცემაში კვარაზე იკამათეს

„პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა საკუთარ გადაცემაში — Rothen s'enflamme-ში, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როტენის მიხედვით, „კვარას“, როგორც „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთ კანდიდატს, მოედანზე გაცილებით მეტის გაკეთება მართებს.

„მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ, ზუსტად ისაა, რაც მის ძლიერ მხარეს წარმოადგენს — საუბარი თავდადებაზე მაქვს. მისგან არ ვითხოვ, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო ფორმაში იყოს, მაგრამ როდესაც „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთ პრეტენდენტზე ვლაპარაკობთ, უფრო მომთხოვნი უნდა ვიყოთ.

არ ვიცი, ჯილდოს მოიგებს თუ არა, მაგრამ როდესაც „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთი კანდიდატი ხარ, მოედანზე ფეხის დადგმისას რაღაც განსაკუთრებული უნდა ხდებოდეს. „მონაკოსთან“ საგოლე გადაცემა მიითვალა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მისგან მეტს ვითხოვ. იმედი მაქვს, სანაკრებო პაუზა, რომლის დროსაც ვილი სანიოლთან იქნება, საშუალებას მისცემს თავდაჯერება დაიბრუნოს და ის კვარაცხელია ვიხილოთ, რომელიც თავს ბევრად კომფორტულად გრძნობს“.

როტენის გადაცემის სტუმარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ერიკ დი მეკო გახლდათ, რომელიც თანამემამულეს არ დაეთანხმა: „წინა სეზონიც ასე დაიწყო და კი გვახსოვს, როგორც დაამთავრა. ძალიან დიდი იშვიათობაა, ფეხბურთელმა სეზონი ძალიან ძლიერად დაიწყოს, შუა ნაწილში კიდევ მოუმატოს და დასკვნით ეტაპზე კიდევ უფრო ძლიერი იყოს.

გასათვალისწინებელია მენეჯმენტიც, რომელიც ასეთ გრძელ სეზონს ახლავს თან. ეს ბიჭები გადამწყვეტ მომენტებს არიან შეჩვეულნი, „პარი სენ-ჟერმენისთვის“ კი ეს პერიოდი თებერვლიდან იწყება და მაისამდე გრძელდება. საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება კვარაცხელიაზე ვიკამათოთ იმის ფონზე, რაც მან გუნდში მოსვლის შემდეგ გააკეთა“.

ცნობისთვის, სანაკრებო პაუზა დაწყებულია და „ჯვაროსნები“ ოთხ შეხვედრას გამართავენ: 25 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება, 28-ში უკრაინას შეხვდება, 2 ოქტომბერს უნგრეთთან მატჩი ელის, ხოლო სანაკრებო ფანჯრის ბოლო თამაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან გასვლითი შეხვედრაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც პროგრესირებს საქართველო...“ - უნგრეთის მწვრთნელი
„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც პროგრესირებს საქართველო...“ - უნგრეთის მწვრთნელი