გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძის ღირებულება გაორმაგდა | Transfermarkt-მა ფეხბურთელების ფასები განაახლა

Transfermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა.

ივნისის მონაცემებით „ფროზინონეს“ ქართველი გარემარბის, გიორგი კვერნაძის სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონი ევრო იყო, ახლა კი თანხა ორჯერ გაიზარდა და 8 მილიონი გახდა, რაც მისი თამაშიდან გამომდინარე მოულოდნელი არ ყოფილა.

მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ს ხუთ მატჩში 3 გოლი გაიტანა („ვენეციასთან“, „ჯენოასთან“ და „კომოსთან“) და 1 საგოლე პასი შეასრულა („ფიორენტინასთან“). მოედანი საგოლე მოქმედების გარეშე მხოლოდ პირველ ტურში, „იუვენტუსთან“ დატოვა. მას შემდეგ ზედიზედ ოთხ მატჩში გუნდს საგოლე მოქმედებით ეხმარება. აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში „ფიორენტინასთან“ საგოლე პასის შემდეგ ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიტანა.

იტალიის ჩემპიონატში ბრწყინვალე თამაშის გარდა იტალიის თასზე „იუვე სტაბიასთან'' მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასი იყო. საერთო ჯამში 6 მატჩში მის ანგარიშზე 7 საგოლე მოქმედებაა (5 გოლი და 2 საგოლე პასი).

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს „ფროზინონესთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ემიგრაციამ საქართველოს სიყვარული ვერ წაგვართვა | ეგოიანის დედის ემოციური პოსტი
ემიგრაციამ საქართველოს სიყვარული ვერ წაგვართვა | ეგოიანის დედის ემოციური პოსტი