ცვლილებები P4P რეიტინგში | დვალიშვილი მეცხრეა, გეიჯი სამეულში შევიდა
UFC-ის Pound-for-pound რეიტინგი (ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები წონითი დივიზიონების გათვალისწინების გარეშე) განახლდა. ჯოშუა ვენი, რომელმაც გასულ უქმეებზე, UFC 331-ის ფარგლებში, უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ქამარი დაიცვა და ალეშანდრე პანტოჟა დაამარცხა, ხუთი საფეხურით დაწინაურდა და მე-6 პოზიციაზეა.
კარლოს ულბერგი Pound-for-pound რეიტინგის ახალი წევრია (15). ერთი საფეხურით გაიუმჯობესა პოზიციები არმან ცარუკიანმა (13), რომელმაც UFC 331-ზე მაურისიო რუფი დაანოკაუტა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსუბუქი წონითი დივიოზიონის რეიტინგში ცარუკიანი კვლავ მეორეა, პირველი კი ილია თოფურიაა.
ასევე ერთი საფეხურით დაწინაურდა მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ჯასტინ გეიჯი. ტომ ასპინალმა ორი პოზიცია დაკარგა, პიოტრ იანმა, მერაბ დვალიშვილმა, ალექს პერეირამ, სირილ განმა და ალეშანდრე პანტოჟამ კი თითო პოზიციით გაიუარესეს შედეგი.
პიოტრ იანის დაქვეითების შემდეგ UFC-ის საუკეთესო მებრძოლთა სამეული ასე გამოიყურება: პირველი — ისლამ მახაჩევი, მეორე — ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მესამე — ჯასტინ გეიჯი. „ჰაილაითის“ შემდეგ პიოტრ იანი მოდის, ხოლო ილია თოფურია მეხუთე გახლავთ.
რეიტინგი სრულად ასე გამოიყურება: ისლამ მახაჩევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ჯასტინ გეიჯი, პიოტრ იანი, ილია თოფურია, ჯოშუა ვენი, შონ სტრიკლენდი, ტომ ასპინალი, მერაბ დვალიშვილი, ალექს პერეირა, სირილ განი, ხამზატ ჩიმაევი, არმან ცარუკიანი, ალეშანდრე პანტოჟა, კარლოს ულბერგი.