ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, კამარუ უსმანი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„სკამზე დანებდა და გეიჯისთან რემატჩს არ იმსახურებს“ - სეხუდო ილიაზე

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონებმა, კამარუ უსმანმა და ჰენრი სეხუდომ საკუთარ პოდკასტში მსუბუქ წონაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

სეხუდო:

„ძალიან მინდა, რომ ჯასტინ გეიჯიმ კარიერა არ დაასრულოს და საუკეთესო მსუბუქწონოსნებს ეჩხუბოს, რისთვისაც მას ძალიან დიდ ფულს გადაუხდიან. სპორტული თვალსაზრისით, არმან ცარუკიანი სატიტულო ჩხუბს ყველაზე მეტად იმსახურებს, მაგრამ მაინც ყველას ახსოვს, რომ ის ისლამ მახაჩევთან ჩხუბს ჩაეხსნა. როგორც ამბობენ, მას წონის ჩაბარების პრობლემა ჰქონდა და მხოლოდ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, რატომაც ცარუკიანს ქამარზე არც ამჯერად აჩხუბებენ.

თუ გეიჯის ჯერ ჩხუბი არ შეუძლია, მაშინ ასეთი იდეა მაქვს: ილია თოფურია პედი პიმბლეტის წინააღმდეგ, უსმან ნურმაგომედოვი არმან ცარუკიანის წინააღმდეგ. ვინც საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს, გეიჯისთან ის იჩხუბებს.

კამარუ უსმანი:

„ჩემი აზრით, თუ გეიჯი მზად არაა, არმან ცარუკიანი დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის იჩხუბებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯასტინმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა მას ტიტულის დაცვა. ცარუკიანი იმსახურებს სატიტულო შანსს, ისევე როგორც ილია და პედი...“

ჰენრი სეხუდო:

„ვერ დაგეთანხმები, ილია არ იმსახურებს. ის სკამზე დაჯდა და დანებდა. როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება? თუ დროებით ჩემპიონობაზეა საუბარი, მაშინ ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანს ვაჩხუბებდი“.

ცნობისთვის, მსუბუქი წონის განახლებულ რეიტინგში პირველი ნომერი კვლავ ილია თოფურიაა, არმან ცარუკიანი მეორე ადგილზეა, ჩარლზ ოლივეირა მესამეა, მაქს ჰოლოუეი მეოთხე, პედი პიმბლეტი კი მეხუთე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სისულელეს წააგავს“ | ბობი გრინი ილიას განცხადებასა და გეიჯის ხელთათმანებზე
„სისულელეს წააგავს“ | ბობი გრინი ილიას განცხადებასა და გეიჯის ხელთათმანებზე