ლივერპული, კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე: “ლივერპულში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი“

კილიან მბაპემ გაიხსენა, რამდენად ახლოს იყო 2016 წელს „ლივერპულში“ გადასვლასთან და განაცხადა, რომ დედის რჩევას, რომელსაც „ენფილდი შეუყვარდა“, არ დაუჯერა.

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა თქვა, რომ „ლივერპული“ 18 წლის ასაკში, როდესაც ის „მონაკოში“ თამაშობდა, მის შეძენას ცდილობდა.

„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ადრე თქვა, რომ კლუბმა მბაპესა და მისი ოჯახისთვის კერძო თვითმფრინავი და კვება უზრუნველყო, რათა ფეხბურთელის ტრანსფერი დაერწმუნებინა. საბოლოოდ კი მბაპე „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა.

„The Athletic“-თან საუბრისას მბაპემ აღნიშნა, რომ დედა კლოპის დიდი გულშემატკივარი იყო და სურდა, შვილს მერსისაიდში ეთამაშა.

„ლივერპულში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. დედაჩემისთვის სასურველი მიმართულება „ლივერპული“ იყო. მას უნდოდა, იქ წავსულიყავი.

მე მას არ დავუჯერე, რადგან მინდოდა, ჩემს ქალაქში, პარიზში მეთამაშა. არ მინდოდა, საკუთარი ქვეყნიდან მანამდე წავსულიყავი, სანამ ჯერ კიდევ არავინ ვიყავი.

თუმცა დედა ყოველთვის მეუბნებოდა: „ლივერპული — იქ ითამაშებ, „ენფილდზე“ გამოხვალ და ეს შენთვის დაუჯერებელი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი სამეფო კლუბს 2024 წელს შეუერთდა. დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 111 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 94 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები