„არმანს ჩემს საჩემპიონო ქამარს მივცემ და ილიამ გეიჯისთან იჩხუბოს“ | მერაბმა გამოსავალი იპოვა
მერაბ დვალიშვილი, ცნობილი სტრიმერის, N3on-ის სტუმარი იყო და ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანზე ისაუბრეს. UFC 331-ზე N3on-ი ცარუკიანის კუთხეშიც იდგა და „მანქანას“ უთხრა, რომ ჯასტინ გეიჯის მომდევნო მეტოქე სწორედ არმანი უნდა იყოს.
მერაბს განსხვავებული პოზიცია აქვს და, რა თქმა უნდა, „ელ მატადორის“ კანდიდატურას ლობირებს. „მანქანა“ მზად არის, ცარუკიანს ერთ-ერთი თავისი საჩემპიონო ქამარიც დაუთმოს, რათა გეიჯისთან ილიამ იჩხუბოს.
„მე თუ მკითხავთ, ვფიქრობ, გეიჯიმ თოფურიას რემატჩი უნდა მისცეს. არმანი კარგი მებრძოლია, მაგრამ ილია ჩემპიონი იყო და რევანშის აღების შანსი სჭირდება. ილია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი იყო, ქამარი დაიცვა, შემდეგ მსუბუქ წონაში ავიდა, ოლივეირა დააფინიშა და გეიჯისთან ნამდვილი ომი ჰქონდა.
არმანი ძალიან კარგი მებრძოლია და მას დიდ პატივს ვცემ. მოდი, ასე ვქნათ: რამდენიმე საჩემპიონო ქამარი მაქვს, ერთს ცარუკიანს მივცემ და ვეტყვი: „არმან, აი, შენ საჩემპიონო ქამარი და მოდი, ილიამ და გეიჯიმ იჩხუბონ“. ცარუკიანს პირდაპირ საჩემპიონო ქამარი მივცეთ და ეგაა“.
ცნობისთვის, არმანმა ბოლო ჩხუბში მაურისიო რუფი დაამარცხა და, როგორც თავად განაცხადა, ორგანიზაცია საჩემპიონო ორთაბრძოლას დაპირდა. UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, მსუბუქ წონით დივიზიონში ვინ ვის შეხვდება და მოვლენები როგორ განვითარდება.