სტოკჰოლმის კვალიფიკაცია - ბასილაშვილი ფინალში დამარცხდა
სტოკჰოლმის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის 133-ე ნომერს, ხორვატ ბორნა გოიოს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ორ სეტში 3:6 6:7 დამარცხდა.
პირველი ბასილაშვილმა ცუდად დაიწყო და თავისი ჩაწოდება დათმო. ხორვატი დაწინაურდა და სეტი ისე დაასრულა, რომ ნიკოლოზმა ბრეიკი ვერ შეასრულა.
მეორე სეტში თითქმის იდენტური სცენარი მივიღეთ. მე-5 გეიმში გოიომ ნიკოლოზის ჩაწოდება მოიგო, თუმცა ქართველმა უმალ უკუ-ბრეიკი შემოგვთავაზა და წონასწორობა აღადგინა.
გამარჯვებულის ბედი ძალიან დაძაბულ ტაი-ბრეიკზე გაირკვა, სადაც სამწუხაროდ, ოდნავ უკეთესი ბორნა იყო, რომელმაც 7:5 გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ დიდი პაუზის შემდეგ, ახლა ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში, ტოპ 100-ში იმყოფება. ამ მომენტისთვის ქართველ ჩოგბურთელს 681 ქულა აქვს და 86-ე ადგილზეა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს