ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

პირველი სეტი მოუგო | ბასილაშვილი ფინალში მედვედევთან დამარცხდა

ალმათის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის (128) მეტოქე რუსი დანილ მედვედევი (5) იყო. პირველი სეტი ქართველის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შემდეგ შეხვედრის სცენარი შეიცვალა. საბოლოოდ, შეხვედრა მედვედევმა მოიგო - 6:7 (6:8), 6:1, 6:3.

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა აღნიშნულ ტურნირზე გამოსვლა კვალიფიკაციიდან დაიწყო, ნახევარფინალში იაპონელი ტარო დანიელი (177) ორ სეტში 6:2 7:5 დაამარცხა, ფინალში ავსტრალიელ ადამ უოლტონს (98) სძლია - 6:4, 7:6.

ტურნირის 1/16-ფინალში ნიკამ 2014 წლის US Open-ის გამარჯვებული ხორვატი მარინ ჩილიჩი დაამარცხა, 1/8-ფინალში არგენტინელი ფაკუნდო დიას აკოსტას ბარიერი დაძლია, 1/4-ფინალში ფრანგი ადრიან ანარინო აჯობა. ნახევარფინალში ქართველის მეტოქე მსოფლიოს 39-ე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი იყო, ბერძენი სამ სეტში დაამარცხა - 6:4, 6:7 (5-7), 6:3.

ქართველი ჩოგბურთელი 2022 წლის შემდეგ პირველად გავიდა ATP-ის ტურნირის ფინალში, 165 სარეიტინგო ქულა დააგროვა და 96 000 აშშ დოლარი გამოიმუშავა. დიდი ალბათობით, ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის ასეულში დაბრუნდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები