ალმათის ღია პირველობა | ბასილაშვილი მეოთხედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის 1/8-ფინალში არგენტინელ ფაკუნდო დიას აკოსტას დაუპირისპირდა და ორ სეტში გაიმარჯვა.
პირველ სეტში ბასილაშვილმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, 6 გეიმიდან მხოლოდ ერთი დათმო და საბოლოოდ პარტია 6:2 დახურა.
მეორე სეტის დასაწყისში ინიციატივა არგენტინელი ჩოგბურთელის მხარეს იყო, ის 3:1-საც იგებდა, თუმცა ბასილაშვილმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო, 5:3 დაწინაურდა და საბოლოოდ სეტი 6:4 მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ანდრეი რუბლევსა და ადრიან მანარინოს შორის გამარჯვებული იქნება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს