ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ჩილიჩი დამარცხებულია | ბასილაშვილის გამარჯვება ორ სეტში

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის 1/16-ფინალში 2014 წლის US Open-ის გამარჯვებულს, მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე ორ სეტში დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და საწყის ოთხ გეიმში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს. 2:2-ზე ბასილაშვილმა ბრეიკპოინტი გამოიყენა, 4:2-ზე კი მეტოქის ჩაწოდებაზე კიდევ ერთი გეიმი მოიგო და სეტის დახურვა არ გასჭირვებია — 6:2.

მეორე სეტის დასაწყისში უპირატესობას ჩილიჩი ფლობდა და ბასილაშვილის ჩაწოდებაზე ბრეიკი შეასრულა. ნიკოლოზმა ანგარიში გაათანაბრა და პარტია ტაიბრეიკისკენ მიდიოდა, თუმცა 5:5-ზე ბასილაშვილმა ბრეიკპოინტი გამოიყენა. მომდევნო გეიმში ჩილიჩს წონასწორობის აღდგენის კარგი შანსი ჰქონდა და მეტოქის ჩაწოდებაზე 40:0-ს იგებდა, თუმცა ბასილაშვილმა ყველა ბრეიკპოინტი მოიგერია და მატჩპოინტი ხელიდან არ გაუშვა — 7:5.

ცნობისთვის, მერვედფინალში ბასილაშვილს არგენტინელი მეტოქე ეყოლება და ფაკუნდო დიას აკოსტას დაუპირისპირდება. ამ წყვილის გამარჯვებული მეოთხედფინალში ადრიან მანარინოზე ან ანდრეი რუბლევზე გავა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ასეთი ძალით ილიაც ვერ ჩაარტყამდა“ | არდას ეპიზოდი, უკმაყოფილო სევილია და ჟოზეს პასუხი
    „ასეთი ძალით ილიაც ვერ ჩაარტყამდა“ | არდას ეპიზოდი, უკმაყოფილო სევილია და ჟოზეს პასუხი