ალექსანდრ ზვერევი, იანიკ სინერი
Aa
Aa

სინერი შანხაის მასტერსს ჩაეხსნა - ზვერევს ATP-ის ლიდერობის კარგი შანსი აქვს

სულ მალე საჩოგბურთო სამყაროში შანხაის მასტერსი დაიწყება. ოფიციალურად დადასტურდა, რომ აზიური ტურნეს ერთ-ერთ პრესტიჟულ მასტერსზე მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი იანიკ სინერი არ ითამაშებს.

იტალიელი ჩოგბურთელი კვლავ ტრავმის გამო ჩაეხსნა ტურნირს. შეგახსენებთ, რომ მან ამერიკის ღია პირველობაც გამოტოვა.

აქედან გამომდინარე, თუ მსოფლიო რეიტინგის ამჟამინდელი მეორე ნომერი ალექსანდრ ზვერევი პეკინის მიმდინარე ტურნირზე და შანხაის მომავალ მასტერსზე გარკვეული რაოდენობის ქულებს დააგროვებს, ATP რეიტინგს სწორედ ის ჩაუდგება სათავეში.

შეგახსენებთ, რომ იანიკ სინერმა ბოლოს უიმბლდონზე იასპარეზა, სადაც ფინალში სწორედ ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წყვილებში ეკო გორგოძე ტოლენტინოს ჩელენჯერის გამარჯვებული გახდა
წყვილებში ეკო გორგოძე ტოლენტინოს ჩელენჯერის გამარჯვებული გახდა