ელენა რიბაკინა
Aa
Aa

მოულოდნელობა - ბეიჯინგში რიბაკინა რეიტინგის 118-ე ნომერთან დამარცხდა

ბეიჯინგის პირველ წრეში ამერიკის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი, საბალენკასთან ფინალის შემდეგ, პირველივე წრეში დამარცხდა.

რეიტინგის პირველი ნომრის მოწინააღმდეგე, 118-ე ნომერი ალინა შარაევა იყო, რომელმაც სამ სეტში 3:6 6:4 6:3 გაიმარჯვა.

პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველ და მეორე გეიმებში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს. იგივე განმეორდა მე-6 და მე-7 გეიმში, თუმცა მერვე გეიმში რიბაკინამ მეტოქის ჩაწოდება მოიგო და შემდეგ საკუთარ ჩაწოდებაზე სეტი დახურა.

ელენამ მეორე სეტი აქტიურად დაიწყო და ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა უმალ უკუბრეიკი მიიღო. მე-10 გეიმში რიბაკინამ საკუთარი ჩაწოდება დათმო და სეტიც წააგო.

დისაიდერში შარაევა გაცილებით უკეთესი იყო მე-6 გეიმში მოპოვებული ერთადერთი ბრეიკის წყალობით მატჩი მოიგო.

ამ წაგების შედეგად, ელენა რიბაკინას 205 სარეიტინგო ქულა დააკლდა, თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დასანანი მარცხი და უიღბლობა ბოლო სეტში | ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირს გამოეთიშა
დასანანი მარცხი და უიღბლობა ბოლო სეტში | ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირს გამოეთიშა