მეცის ჩელენჯერი - ბასილაშვილი ნაადრევად დანებდა
მეცის ჩელენჯერის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ ფრანჩესკო პასაროს დაუპირისპირდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბულად დაიწყო. მესამე გეიმში იტალიელმა ბრეიკი შეასრულა, თუმცა უმალ ნიკოლოზმა უკუბრეიკი შემოგვთავაზა.
სამწუხაროდ, ამის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ტრავმა მიიღო და დანებდა. მოგება, რა თქმა უნდა, პასაროს ჩაეთვალა და ¼-ფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილს ATP რეიტინგში 696 ქულა აქვს და 83-ე ადგილზე იმყოფება.

კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს