სტოქჰოლმის კვალიფიკაცია - ბასილაშვილი ფინალში გავიდა
სტოკჰოლმის 250-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ ფრანჩესკო პასაროს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4 6;3 დაამარცხა.
პირველი სეტის მეოთხე გეიმში ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება დათმო, თუმცა ამის შემდეგ გააქტიურდა და უმალ უკუბრეიკი შეასრულა.
მეტიც, ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე ბრეიკიც მიითვალა, დაწინაურდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.
მეორე სეტმა კიდევ უფრო მშვიდად ჩაიარა. ნიკოლოზმა მე-3 და მე-9 გეიმში ბრეიკები შეასრულა და მატჩი მარტივად მოიგო. ბასილაშვილი კვალიფიკაციის ფინალში 8 ნოემბერს, თბილისის დროით ბორნა გოიოს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ბოლო პერიოდში დაფიქსირებული შედეგების გამო ტოპ 100 ჩოგბურთელში დაბრუნდა. ახლა ის ATP-ის ცოცხალ რეიტინგში 681 ქულით 86-ე ადგილზე იმყოფება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს