ნიკოლოზ ბასილაშვილი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

„სეტის მოსაგებად მარტივი ბურთები ჰქონდა“ | რა თქვა ალკარასმა ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ

კარლოს ალკარასმა ვენის ღია პირველობის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ორ სეტში მოიგო — 6:1, 7:6 (11), თუმცა მეორე პარტიის წაგებასთან ძალიან ახლოს იყო.

მატჩის შემდეგ ალკარასს ინტერვიუ ჩამოართვეს და „კარლიტოსმა“ შეხვედრა შეაფასა: „ვიტყოდი, რომ პირველიდან ბოლო ბურთამდე შესანიშნავად ვითამაშე. ჩემი გამოსვლით ბედნიერი ვარ. პირველ სეტში დაუჯერებელი დარტყმები მქონდა და კორტზე თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ჩემმა მეტოქემ თავისი სტილის ჩოგბურთი ვერ ითამაშა და არაფერი გამოუვიდა.

მეორე სეტი კარგად დავიწყე, თუმცა 3:2-ზე რამდენიმე შეცდომა დავუშვი, მან კი დონეს მოუმატა და თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცი. ამის შემდეგ ძალიან თანაბარი თამაში იყო და ის შესანიშნავად ასპარეზობდა. ტაიბრეიკი ნამდვილი როლერკოსტერი იყო. სეტის მოსაგებად მარტივი ბურთები ჰქონდა, მატჩის მოსაგებად მარტივი ბურთები მქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენე. საბოლოოდ, ბედნიერი ვარ, რომ ბოლომდე ვიბრძოლე და გავიმარჯვე“.

ცნობისთვის, ბასილაშვილის დამარცხების შემდეგ ალკარასი მეოთხედფინალში ტომი პოლს დაუპირისპირდება. ნიკოლოზამდე მან კარენ ხაჩანოვს მოუგო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „დიდი როლი ითამაშა, ძალიან კარგი იყო“ | ვან დაიკმა მამარდაშვილი შეაქო
    „დიდი როლი ითამაშა, ძალიან კარგი იყო“ | ვან დაიკმა მამარდაშვილი შეაქო