ნიკოლოზ ბასილაშვილი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

ოთხი სეტპოინტი ვერ გამოიყენა | ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა

ავსტრიაში, ვენის ღია პირველობის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მესამე ჩოგანს, კარლოს ალკარასს დაუპირისპირდა. ქართველი ჩოგბურთელი ორ სეტში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა — 1:6, 6:7 (11).

პირველ პარტიაში ალკარასი ფენომენალური იყო. ესპანელმა ჩოგბურთელმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა, ორი ბრეიკი შეასრულა და სეტი 6:1 დახურა. ალკარასმა მეორე პარტიაც კარგად დაიწყო და ბრეიკით 3:1 დაწინაურდა, თუმცა ბასილაშვილმა ბოლომდე იბრძოლა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკპოინტი გამოიყენა, წონასწორობა აღადგინა და სეტის გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკი დაინიშნა. ბასილაშვილი ანგარიშის გათანაბრებასთან ძალიან ახლოს იყო და ოთხი სეტპოინტი ჰქონდა. ნიკამ ყველაზე კარგი შანსი 8:7-ზე მიიღო, მაგრამ ალკარასმა თითქმის წაგებული გათამაშება მოიგო, შემდეგ კი მატჩპოინტიც გამოიყენა — 11:13.

ცნობისთვის, ბასილაშვილმა 1/16-ფინალში იური როდიონოვი ორ სეტში დაამარცხა — 7:6, 6:1. რაც შეეხება ალკარასს, მან კარენ ხაჩანოვს მოუგო, მისი მომდევნო მეტოქე კი ტომი პოლია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ამ გოლის ახსნა მხოლოდ გენეტიკას შეუძლია“ | Sofoot-ი დინამო-კოპენჰაგენს გამოეხმაურა
    „ამ გოლის ახსნა მხოლოდ გენეტიკას შეუძლია“ | Sofoot-ი დინამო-კოპენჰაგენს გამოეხმაურა