მირა ანდრეევა
Aa
Aa

წლის შემაჯამებელი - მირა ანდრეევა ჩემპიონია

WTA-ს წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ერთმანეთს მირა ანდრეევა და ელინა სვიტოლინა დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, თუმცა ანდრეევამ 2 სეტში 7:5 6:3 გაიმარჯვა და 1500 სარეიტინგო ქულა დაისაკუთრა.

მირამ მატჩი აგრესიულად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, თუმცა მე-4 გეიმში უკრაინელმა ჩოგბურთელმა წონასწორობა აღადგინა.

ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე არასტაბილურად თამაშობდნენ. მე-7 გეიმში კვლავ ანდრეევას ბრეიკი ვიხილეთ, რასაც მე-10 გეიმში სვიტოლინას ბრეიკი მოყვა.

ელინამ შემდეგი თავისი ჩაწოდება ცუდად შეასრულა და გეიმი წააგო. სეტზე კი ანდრეევამ ზუსტად ჩააწოდა.

მეორე სეტის საწყის ორ გეიმში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს. ამის შემდეგ, მირა ანდრეევა სუპერ მოტივირებული გახდა და საკუთარ ჩაწოდებაზე შეცდომა აღარ დაუშვია. მეტიც, სვიტოლინას ორი ჩაწოდება მოიგო და მატჩი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

19 წლის ასაკში, მირა ანდრეევას უკვე 2 დიდი ტიტული აქვს. როლან გაროსი და წლის შემაჯამებელი. ის ახლა WTA-ს რეიტინგში 7806 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ელენა რიბაკინას მხოლოდ 293 ქულით ჩამორჩება. მომავალი წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ანდრეევას კარგი შანსი აქვს, რომ მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგეს. რიბაკინას 2000 ქულა ექნება დასაცავი, რადგან ის მოქმედი ჩემპიონი გახლავთ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები