ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მეცის ჩელენჯერი - ბასილაშვილი 1/8-ფინალში გავიდა

მეცის ჩელენჯერის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის 220-ე ნომერს, მაქს ჰუკს დაუპირისპირდა და ორ სეტში 7:6 6:4 დაამარცხა.

პირველმა სეტმა საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დიდებულად გამოიყურებოდნენ და საქმე ტაი-ბრეიკამდე ისე მივიდა, რომ ბრეიკი ვერ ვიხილეთ.

ტაი-ბრეიკიც დაძაბული იყო. ბასილაშვილმა 7:5 გაიმარჯვა და სეტებს შორის დაწინაურდა.

ადვილი არც მეორე სეტი გამოვიდა. ნიკოლოზს მე-5 გეიმში 3 ბრეიკ პოინტი ჰქონდა და საბოლოოდ ბრეიკიც შედგა. დარჩენილ დროში ნიდერლანდელმა ქართველის ჩაწოდების მოგერიება ვერ მოახერხა და მატჩი დათმო.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ მომენტისთვის ATP რეიტინგში 696 ქულით 83-ე ადგილზეა. მეცის ჩელენჯერზე მისი მომავალი მოწინააღმდეგე ჯერჯერობით არ გარკვეულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    წლის შემაჯამებელი - მირა ანდრეევა ჩემპიონია
    წლის შემაჯამებელი - მირა ანდრეევა ჩემპიონია