წყვილებში ეკო გორგოძე ტოლენტინოს ჩელენჯერის გამარჯვებული გახდა
ტოლენტინოს ჩელენჯერზე, წყვილთა თანრიგში ეკო გორგოძე და მისი პარტნიორი, ბერძენი დესპინა პაპამიხაილი ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
ფინალში ქართულ-ბერძნული დუეტი ჩეხურ დუეტს, ანეტა კუჩმოვასა და ანეტა ლაბუტკოვას დაუპირისპირდა და ორ სეტში აბსოლუტური უპირატესობით - 6:1, 6:2 დაამარცხა.
ცნობისთვის, ეკატერინე გორგოძე WTA-ს რეიტინგში 154-ე ადგილზე იმყოფება, მისი მეწყვილე კი მსოფლიო რეიტინგის 187-ე ნომერია. რაც შეეხება ჩეხებს, ლაბუტკოვა რეიტინგში 405-ე საფეხურზეა, კუჩმოვა კი 508-ე.