ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

102-ე ტიტული კარიერაში - ჯოკოვიჩმა ბეიჯინგის ტურნირი მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბეიჯინგის 500-ქულიანი ტურნირი მოიგო. ფინალში სერბი მანარინოს დაუპირისპირდა. ნოლემ პირველი სეტი მოიგო, ხოლო მეორეში იტალიელი დანებდა.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩს ბეიჯინგში 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. ლეგენდარულმა სერბმა 34 მატჩიდან 34-ვე მოიგო და მე-7 ტიტულს დაეუფლა.

ასევე გეტყვით, რომ ნოვაკმა კარიერაში 102-ე ტიტული მოიგო და ყველა დროის სიაში ახლა მესამე ადგილზეა. ნოლე ფედერერს ერთით, ხოლო კონორსს 7 ტიტულით ჩამორჩება.

ცნობისთვის, ნოვაკმა ბეიჯინგის ტურნირი 2009, 2010, 2012, 2013, 2014, 2015 და 2026 წლებში მოიგო. მიმდინარე წელს, ჯოკოვიჩმა პირველი ტიტული მოიგო. ახლა ის ATP რეიტინგში 3430 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოულოდნელობა - ბეიჯინგში რიბაკინა რეიტინგის 118-ე ნომერთან დამარცხდა
მოულოდნელობა - ბეიჯინგში რიბაკინა რეიტინგის 118-ე ნომერთან დამარცხდა