მუხრან ბაგრატიონი
Aa
Aa

მესამე საგოლე პასი სეზონში | ბაგრატიონი ავსტრიაში სტაბილურია

ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში „კაპფენბერგის“ ქართველმა მარცხენა მცველმა, მუხრან ბაგრატიონმა მე-9 მატჩში მესამე საგოლე პასი შეასრულა. მე-9 ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სტუმრად გრაცის „შტურმის“ სარეზერვო გუნდი დაამარცხა (0:2). 41-ე წუთზე ქართველის ჩაწოდებით ბოიან პოტნარმა დუბლი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში ცხრავე მატჩში სასტარტო 11-ში ითამაშა (756 წუთი), 3 ყვითელი ბარათი მიიღო, მის აქტივში 3 საგოლე პასია. პირველი საგოლე პასი მე-4 ტურში „აუსტრია ზალცბურგთან“ შეასრულა, მეორე საგოლე პასი მე-7 ტურში – „ამშტეტენთან“.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი ავსტრიაში მეორე სეზონს ატარებს. გასულ სეზონში იგი ბუნდესლიგის „გრაცერ აკ“-ის მეორე გუნდის წევრი იყო. ბუნდესლიგაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა — „ტიროლთან“ (22-ე ტური) და „რიდთან“ (28-ე ტური) — და მოედანზე ორივე შეხვედრაში 45-45 წუთი ითამაშა.

ავსტრიაში წასვლამდე „დინამო ბათუმში“, „თელავსა“ და „დინამო თბილისში“ უთამაშია. საქართველოს 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებების ყოფილი მოთამაშეა, ამჟამად 21-წლამდე ნაკრების წევრია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    იბერიას მწარე რეალობა | ტალანტი: გიორგი ღუნაშვილი | კონტრ-შეტევა
    იბერიას მწარე რეალობა | ტალანტი: გიორგი ღუნაშვილი | კონტრ-შეტევა