ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

კვალიფიკაცია დაძლია - ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალში კანადელ ლაიამ დრაქსლს დაუპირისპირდა და სამ სეტში გაიმარჯვა.

პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, 5:5-ზე კი კანადელმა ჩოგბურთელმა ზედიზედ ორი გეიმი აიღო და სეტი 7:5 მოიგო. მეორე პარტიაც ანალოგიური სცენარით წარიმართა, თუმცა 5:5-ის შემდეგ უკვე ბასილაშვილმა მოახერხა ორი გეიმის აღება და ანგარიში გაათანაბრა.

რაც შეეხება მესამე სეტს, აქ ბასილაშვილმა დამაჯერებელად დაიწყო, ჯერ 3:1-ს, შემდეგ კი 5:3-ს იგებდა და საბოლოოდ 6:4 გაიმარჯვა.

აქვე გეტყვით, რომ კვალიფიკაციის ნახევარფინალში ბასილაშვილმა მსოფლიოს 195-ე ჩოგანს, ამერიკელ ანდრე ილეგენს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოულოდნელობა - ბეიჯინგში რიბაკინა რეიტინგის 118-ე ნომერთან დამარცხდა
მოულოდნელობა - ბეიჯინგში რიბაკინა რეიტინგის 118-ე ნომერთან დამარცხდა