მარიამ ბოლქვაძე
Aa
Aa

მარცხი ორ სეტში | ბოლქვაძემ ბიანკა ანდრეესკუსთან წააგო

მარიამ ბოლქვაძე სამსუნის ჩელენჯერს მერვედფინალში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 2019 წლის US Open-ის გამარჯვებული, ბიანკა ანდრეესკუ გახლდათ და ბოლქვაძე ორ სეტში დამარცხდა — 4:6, 3:6.

პირველი პარტია მარიამის უპირატესობით დაიწყო. ქართველი ჩოგბურთელი 3:0 დაწინაურდა და 4:1-საც იგებდა, თუმცა ზედიზედ ხუთი გეიმი დათმო. 4:2-ზე ანდრეესკუმ ბრეიკპოინტი გამოიყენა, 4:4-ზე კი კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და პირველი სეტი 6:4 მოიგო.

მეორე სეტში ჩოგბურთელებმა 3-3 გეიმი გაცვალეს. 3:3-ზე ანდრეესკუმ ბრეიკპოინტი მიიღო, რომელიც გამოიყენა. 3:5-ზე მარიამმა საკუთარი ჩაწოდება კიდევ ერთხელ დათმო და, საბოლოოდ, მეორე სეტი 3:6 წააგო.

ცნობისთვის, ანდრეესკუსთან შეხვედრამდე, 1/16-ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ლეოლია ჟანჟანს დაუპირისპირდა და ფრანგი მეტოქე ორ სეტში დაამარცხა — 6:3, 6:1.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი პირველივე შეხვედრაში - მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
მარცხი პირველივე შეხვედრაში - მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა