თამაში ტრავმის გამო ვეღარ გააგრძელა | ბასილაშვილი შანხაის მასტერსს გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის პირველ წრეში ადრიან მანარინოს დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და მეორე სეტში, 2:2-ზე, თამაშის შეწყვეტა მოუწია.
პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და საწყისი 6 გეიმიდან ჩოგბურთელებმა სამ-სამი მოიგეს. 4:3-ზე მანარინომ ბრეიკპოინტი მიიღო, რომელიც გამოიყენა და სეტზე უშეცდომოდ მოაწოდა — 6:3.
მეორე პარტიაში ანგარიში 2:2 იყო და ბასილაშვილი საკუთარ მოწოდებას 0:30-ს აგებდა. ნიკამ ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და მანარინომ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
ცნობისთვის, ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდა. მან აშშ-ის წარმომადგენელი ანდრე ილეგენი და კანადელი ლიამ დრაქსლი სამსეტიან დაპირისპირებებში დაამარცხა.